|
მასწავლებელი:მაკა
ჩალიგავა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საგანი:
მათემატიკა
|
კლასი:
VIII
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
თემა:მრავალკუთხედი
|
დრო:
........45.......წუთი
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კლასში არის
ერთი სსსმ მოსწავლე.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მრავალკუთხედის
კუთხეების, გვერდებისა და დიაგონალების დასახელება,დაადგინოს რამდენი დიაგონალი გაივლება
მრავალკუთხედის ერთი წვეროდან და რამდენი დიაგონალი აქვს n- კუთხედს. დაადგინოს მრავალკუთხედის
შიგა კუთხეების ჯამის ფორმულა. შეძლოს წესიერი n-კუთხედის კუთხის გრადუსული ზომის პოვნა კონკრეტული n-თვის.
სსსმ მოსწავლე დახაზავს მრავალკუთხედებს. დაასახელებს
წვეროებს, გვერდებს. კუთხეებს. გაავლებს დიაგონალს და დაითვლის მათ რაოდენობას.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
(რომელ შედეგებზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების
ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების
შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
მათ.
VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების
მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
დედუქციური და ინდუქციური
მსჯელობის ნიმუშში აღადგენს გამოტოვებულ საფეხურს/საფეხურებს
·
იყენებს გეომეტრიულ
გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების (მაგალითად, ტოლობის) დასაბუთებისთვის.
სსსმ მოსწავლის სტანდარტი:
მათ.VIII .8 მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის
და მათი სახეობების შესადარებლად.
·
მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების
ზომების მოძებნა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
(რას უნდა ფლობდეს მოსწავლე, რომ
ახალი მასალის ათვისება შეძლოს)
ტეხილი.
ტეხილის სახეები, კუთხის, მისი გვერდებისა და წვეროს ცნებები.მრავალკუთხედის ელემენტები.
სსსმ მოსწავლეს შეუძლია მრავალკუთხედის დახაზვა და გვერების გაზომვა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შეფასება
და თვითშეფასება:
(როგორ გაზომავს მასწავლებელი გავიდა თუ არა შედეგზე,
შეფასების რომელ ტიპსა და მეთოდს გამოიყენებს, რა კრიტერიუმებით მოახდენს შეფასებას)
ჩანაწერების დაფა /განმავითარებელი შეფასების ანალიტიკური
რუბრიკა.მასწავლებლის თვითშეფსების კითხვარი.ჩხირები.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
სასწავლო
მასალა და რესურსები:
(ტექსტი,
თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსები და სხვა):
ბარათები, დაფა,პროექტორი, წიგნი VIII კლ ნ.ჯაფარიძე
მ. წილოსანი. რვეული,ცარცი.ჩხირები.ფურცლები.
თემის აქტუალობა: გეომეტრიული ფორმებიდან პრაქტიკაში
ყველაზე ხშირად მრავალკუთხედები გვხვდება. მრავალი ტექნიკური მოწყობილობის დეტალი
თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგანის ზედაპირი მრავალკუტხედებისგან შედგება მრავალკუთხედებს
მრავლად ვხვდებით არქიტექტურასა თუ ხელოვნების ნიმუშებში წინა
კლასებში ჩვენ გავეცანით ზოგიერთი სახის მრავალკუთხედს
,ახლა კი ვიწყებთ მათ საფუძვლიან შესწავლას.გაკვეთილს ვიწყებთ გაკვეთილის მიზნის
გაცნობით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აქტივობა
N1 მათემატიკური სტარტერი ; დრო- 5წთ;ორგანიზების
ფორმა- ინდივიდუალური:
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს
დაურიგდებათ ბარათები სადაც ევალებათ კითხვებზე პასუხის გაცემა. მასწავლებელი პროექტორით
გამოიტანს სწორ პასუხებს და მოსწავლეები შეადარებენ მათ პასუხს .
სსსმ მოსწავლეს ექნება ბარათი სადაც მონაკვეთის სიგრძეთა გაზომვა ევალება.
აქტივობა
N2 ახალი მასალის გაცნობა კონსტრუქტივისტული მეთოდით, ხანგრძლივობა 20 წუთი):
ა. აქტივობის მიზანი:მოსწავლეები დაადგენენ რამდენი
დიაგონალი გაივლება მრავალკუთხედის ერთი წვეროდან და რამდენი დიაგონალი ექნება n კუთხედს.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მრავალკუთხედში დიაგონალის განმარტებას.(დაფაზე
დავწერ განმარტებას)
მოსწავლეებს
ვთხოვ ჯერ ინდივიდუალურად შემდეგ კი წყვილებში (გვერდიგვერდ მჯდომი მოსწავლეები) ოთხკუთხედში
, ხუთკუთხედში, ექვსკუთხედში გაავლონ ყველა შესაძლო დიაგონალი და დაადგინონ
მათი რაოდენობა.
(მასწავლებელი
იყენებს ჩანაწერების დაფას მოსწავლე ჩართულობასა და თანამშრომლობაზე)
ვთხოვ
ერთ-ერთ წყვილს გააკეთოს პრეზენტაცია.საჭიროების შემთხვევაში გაუწევ დახმარებას დაუსვამ
კითხვებს ხარაჩოს მეთოდით 1. რამდენი წვეროს
შეერთება შეიძლება არამეზობელ წვეროსთან.
მოსწავლე დავადგენს n კუთხედში დიაგონალების
რაოდენობის ფორმულას n.(n-3)/2
სსსმ
მოსწავლე დახაზავს მრავალკუთხედს გაავლებს
დიაგონალებს წაიკითხავს და იძთვლის მათ რაოდენობას.გააკეთებს პრეზენტაციას.
ბ. აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ მრავალკუთხედის შიგა კუთხეების ჯამის ფორმულის დადგენა.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეები
ხარაჩოს მეთოდით კითხვებით მინიშნებებით
მრავალკუთხედის ერთერთი წვეროდან გაავლებენ დიაგონალებს მიიღებული სამკუთხედების
რაოდენობით სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამის გამოყენებით
დაადგენენ n კუთხედში შიგა კუთხეების
ჯამის ფორმულას 180(n-2). მოსწავლეები ჯერ
ინდივიდუალურად შემდეგ კი წყვილებში დადგენენ ოთხკუთხედის, ხუთკუთხედის, ექვსკუთხედის შიგაკუთხეების ჯამს . ვთხოვ ერთ-ერთ
წყვილს გააკეთოს პრეზენტაცია.
სსსმ
მოსწავლე ტრანსპორტირის საშუალებით გაზომავს მრავალკუთხედის (სამკუთხედის, ოთხკუთხედის,
ხუთკუთხედის) შიგა კუთხეებს და გააკეთებს დასკვნას.გააკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა
N3 ; არგუმენტირებული
მსჯელობა წიგნზე მუშაობა. დროის ხანგრძლივობა 5 წთ
აქტივობის
მიზანი:სასწავლო წიგნის
გამოყენება( გვ 256) კითხვები რომელზეც მოსწავლემ უნდა გასცეს პასუხი.
აქტივობის
აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან წესიერი მრავალკუთხედის განმარტებას და რიგრიგობით გასცემენ (გვ253)კითხვაზე პასუხს.
სსსმ
მოსწავლე ინდივიდუალურად წაიკითხავს კითხვებს
და მოისმენს თანაკლასელთა პასუხებს სურვილის შემთხვევაში დააფიქსირებს თავის აზრს.
აქტივობა
N4 (ახალი მასალის ათვისების დონის შემოწმება 12 წუთი ):
აქტივობის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ახალი მასალის
გამოყენაბა სავარჯიშოს შესრულების დროს.
აქტივობის
აღწერა:მოსწავლეები
წყვილებში შეავსებენ წიგნში არსებული დავალების N10 და N11 . ერთერთი მოსწავლე გააკეთებს
პრეზენტაციას ჩხირის გამოყენების პრინციპით მასწავლებელი
აფასებს განმავითარებელი შეფასებით და აჯამებს აქტივობას.
სსსმ მოსწავლე გადაიხაზავს ცხრილს კლასელების პრეზენტაციის საშუალებით
შეავსებს.
აქტივობა
N5 (საშინაო დავალების მიცემა 3 წთ):
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე
განმტკიცების მიზნით.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები სასწავლო წიგნში არსებული
შვიდი სავარჯიშოებიდან ირჩევენ მინიმუმ სამ
სავარჯიშოს.
დანართი 1
- სამუშაო ფურცელი N1. მათემატიკური სტარტერი
სსსმ მოსწავლეთათვის
1.
შეავსეთ ცხრილი
ჩანაწერების
დაფა
განმავითარებელი შეფასების ანალიტიკური რუბრიკა.
მასწავლებლის
თვითშეფასება
მასწავლებელი მიყვებოდა
წინასწარ შედგენილ გეგმას, თუ მოახდინა ტრანსფორმაცია ( თუ რამე შეცვალა, რატომ?)---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სწორად ჰქონდა თუ არა
რესურსები შერჩეული? რამეს ხომ არ შეცვლიდა?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment